სალომე კორკოტაშვილი აშშ-ში იმყოფება და სხვადასხვა მუსიკალურ აქტივობაშია ჩართული. ახლახან თავის ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ერთ-ერთი ფესტივალის ფარგლებში მისი ბენდთან ერთად გამოსვლაა ასახული.
სალიო Springboard Houston 2017-ის მონაწილე გახლდათ, მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში მან საკუთარი მუსიკა შეასრულა ბენდის წევრებთან ერთად, რომლებიც აშშ-ში დახვდნენ.
სალომე წერს:
„ჩემთვის დიდი პატივია ამ ფესტივალზე მონაწილეობის მიღება!
კონცერტი გადაიღეს პროფესიონალებმა, რაც გაიგზავნება სხვადასხვა წარმატებულ სტუდიებში და პოპულარიზაციას გაუწევენ ჩემს მუსიკას ამერიკაში!!!
დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხართ!
მიყვარხართ“.