ყოველთვის აქტუალური და ყოველთვის სასურველი მომღერალი, სალომე კორკოტაშვილი სიახლეებით რადიოჰოლდინგ ფორტუნას ეწვია. ერთ დროს სიმღერა „ვარსკვლავების“ შემქმნელმა, ზოგის ბავშობა გააფერადა, ზოგის კი – ახალგაზრდობა. დღეს კი ყველა სეგმენტის ადამიანი სალიოს დიდი სიამოვნებით უსმენს. სოციალურ ქსელში ხშირად შევხვდებით სალიოს კოლაბორაციებს სხვადასხვა უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, მაგალითად, ბოლოს მისი და ჯოს სტოუნის დუეტი გამოჩნდა. ახლა კი მომღერალმა თავისი ახალი სიმღერის პრემიერა „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“-ს ანდო. სალიომ სიმღერა „Our Truth“ გამოსცა.