სალომე კორკოტაშვილის ახალი სიმღერა, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ დებატებს მიუძღვნა

0
1971

სალომე კორკოტაშვილმა ბრიტანელ პროდიუსერთან ერთად დაწერილი ახალი სიმღერა „საუნდქლაუდზე“ განათავსა. კომპოზიციის სახელწოდებაა One Truth („ერთი სიმართლე“). სოციალურ ქსელში კი შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა:

„ბრიტანელ პროდიუსერთან ერთად დავწერე ეს სიმღერა, მიმდინარე პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით! თუ ვინმეს აინტერესებს, თუ რას ვფიქრობ დღეს, ჩემთვის ყველაზე ადვილ ენაზე, სიმღერით გამოვხატე ჩემი სათქმელი 🙂

PEACE and LOVE (მშვიდობა და სიყვარული)“

შეგახსენებთ, რომ სალომეს მამა, გია კორკოტაშვილი სკანდალში გაეხვია, როცა თანამოაზრეებთან ერთად თათია დოლიძეს  სოციალურ ქსელში „ქართველთა მარშზე“ გამოთქმული მოსაზრებების გამო შეურაცხყოფა მიაყენა. სალომემ ამ თემაზე საკუთარი აზრი გამოთქვა და აღნიშნა, რომ გინებითა და ლანძღვით კარგს ვერაფერს მივაღწევთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here