სალომე კორკოტაშვილი მორიგ სტატუსს აქვეყნებს თავისი წარმატების შესახებ. ახალგაზრდა მომღერლისგან ასეთ საინტერესო სიახლეებს მიჩვეული ვართ. მცირე ხნის წინ სალომე აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც პრესტიჟულ სტუდიაში რამდენიმე სიმღერა ჩაწერა და მაღალი დონის პროფესიონალებთან ერთად იმუშავა.
ახლა კიდევ ერთი შეთავაზება აქვს. მომღერალი წერს, რომ ამერიკაში ბრუნდება:
„დღეს ჩემთვის უბედნიერესი დღეა, იმიტომ რომ Tony Coluccio-მ მომწერა და მიმიწვია თავის სტუდიაში New York-ში. ეს პროდუსერი მუშაობდა ჩემს საყვარელ არტისტებთან ერთად – Whitney Houston, Michael Jackson, Celine Dion, Janet Jackson, Cindy Lauper !! 🎉🎉🎉🎉
🇺🇸✈️ soon xxxx“