სალომე კორკოტაშვილი “თბილისი ოფენ ეარზე” ვეღარ გამოვა – რა გახდა მიზეზი

0
2060

სალომე კორკოტაშვილი წერს, რომ წელს “თბილისი ოფენ ეარზე” ვეღარ წარდგება, რადგან აშშ-ში დაგეგმილზე ადრე უწევს გამგზავრება. როგორც მომღერალი აღნიშნავს, მის ამ მდგომარეობას ფესტივალის ორგანიზატორები გაგებით მოეკიდნენ.

სალიო წერს:

“ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩემს საყვარელ ფესტივალში, TBILISI OPEN AIR 2017-ში ვეღარ მივიღებ მონაწილეობას, რადგან ივნისის დასაწყისში მივფრინავ აშშ-ში. დაუგეგმავად, 3 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით მიმიწვიეს რამდენიმე ღონისძიებაზე. დავდექი არჩევანის წინაშე. ფესტივალის ორგანიზატორები გაგებით მოეკიდენ ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას და პირიქით, ხელს მიწყობენ, რომ კიდევ უფრო განვვითარდე და უფრო დიდ წარმატებას მივაღწიო. იმედი მაქვს, რომ ჩემი მსმენელიც გაგებით მოეკიდება ამ ცვლილებას და წარმატებას მისურვებს. ჩემი განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება:

3 ივნისს მივფრინავ Washington-ში სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩატარდება ღონისძიება ! შევასრულებ საქართველოს და ამერიკის ჰიმნებს.

23-26 ივნისს ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში ტარდება ფესტივალი, რომელშიც მონწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მუსიკოსები. განაცხადი მონაწილეობაზე შეტანილი ჰქონდა 3000 ადამიანს, საიდანაც შეირჩა 30 მუსიკოსი, მათ შორის მე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღება, რადგანაც მისი მსვლელობის დროს ჩატარდება „მასტერკლასები“, ისეთი გამოცდილი ადამიანების მიერ, რომლებმაც წარმატების მიღწევაში ხელი შეუწყეს მსოფლიო დონის ვარსკვლავებს: “Beyonce” , Guns N’Roses, Taylor Swift,Alicia Keys,John Legend,Jon Bon Jovi, Naomi Cambell. მასტერკლასი მოიცავს სასცენო ქორეოგრაფიის დახვეწას, ინტერვიუს მიცემის სპეციფიკას და სასცენო იმიჯის მორგებას. ასევე მონაწილეობას მივიღებთ ამერიკის მედია საშუალებებში, რადიოსა და ტელევიზიებში”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here