სალომე გოგიაშვილის შვილებს თურქეთში გავრცელებული ცნობილი ვირუსი შეხვდათ – „ჯოჯოხეთი გამოვიარე…“

0
2903

სალომე გოგიაშვილი თურქეთში, კერძოდ, ალანიაში იმყოფებოდა თავის ოთხ შვილთან ერთად, როდესაც მის ვაჟს, იკას, ის ვირუსი შეხვდა, რაზეც მთელი სოციალური ქსელი ლაპარაკობდა – თურქეთში გავრცელებული ვირუსი, რომელიც მაღალ სიცხეებსა და მთელ სხეულზე გამონაყარს იწვევს.

თბილისში დაბრუნებულმა ტელეწამყვანმა დღეები საავადმყოფოში გაატარა, რადგან იკას გამოჯანმრთელების შემდეგ იგივე ვირუსი მის კიდევ ერთ შვილს, ციბუკას დაემართა.

სალომემ ამის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა და აღნიშნა:

„ჩემს ორ შვილს, იკას და ციბუს შეხვდათ საშინელი ვირუსი, რომელიც მთელ თურქეთში და აჭარის რეგიონშია გავრცელებული. ამ ვირუსს ახასიათებს მაღალი სიცხე და წითელი გამონაყარი, ბატონებს ჰგავს. ახლა კრიზისი დაძლეულია. ვირუსი ჯერ იკას შეხვდა. ბავშვს 40 გრადუსზე აუვარდა სიცხე, დაეწყო კანკალი, ჯოჯოხეთი გამოვიარე… აეროპორტიდან პირდაპირ საავადმყოფოში წავედი. იკა გამოკეთდა, რამდენიმე დღის წინ კი ციბუს დაეწყო. ახლა ვუყურებ, ჩემს ორივე შვილს როგორ უკეთებენ გადასხმას“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here