სალომე გოგიაშვილი: „ვშაყირობ, ყოველ წელს რომ ვთხოვდები, ასეთი რა შევძვერი მაგიდის ქვეშ-მეთქი“

0
525

სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ახალი წლის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2021 წელს განსაკუთრებულად ელოდება: „წავიდეს ვირთხა, წაიღოს ძველი და შემოამტვრიოს დროულად ხარმა თავისი რქებით ახალი. სხვათა შორის, ვცდილობ, ყველაფერი ძველი გავატანო ძველ წელს. წარმოიდგინეთ, როგორ გამამწარა ამ წელმა, რომ თმაც კი გავატანე.

საოჯახო ტრადიცია თუ გაქვთ და როგორ ემზადები ამ ჯადოსნური ღამის დასახვედრად?

მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს ვამბობთ: არ არის ამდენი საჭმელი საჭირო, სჯობს ევროპულად – ცოტა იყოსო, ახალ წელს არ გამოგვდის ქართველებს ევროპელობა და მეც განსაკუთრებული, გემრიელი სუფრით ვხვდები… “

სალომე ამავე ინტერვიუში პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, რომ არსებობს ასეთი ცრურწმენა, თუკი ახალ წელს მაგიდის ქვეშ შეხვდები, გათხოვდებიო:

„ეგ არ ვიცი, მაგრამ ვშაყირობ, ყოველ წელს რომ ვთხოვდები, ასეთი რა შევძვერი მაგიდის ქვეშ-მეთქი (იცინის). გათხოვების პრობლემა არ მქონიად ა ალბათ, მაგის გამო არ შევძვრებოდი“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here