27.8 C
Tbilisi
Monday, May 29, 2023

სალომე გოგიაშვილი: „ხშირად ამბობენ, რომ შორენას დავემსგავსე ან კესარიას… ვინც გარეგნობის გამო მაკრიტიკებს, კბილებიც კი არ აქვს გამოხეხილი…“

ტელესახე სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ოჯახისა და საყვარელი მეუღლის, ვახო ნიკოლაიშვილის შესახებ საუბრობს.

„გვერდით მყავს ის მამაკაცი, რომელსაც მე ვიმსახურებ. უკვე მეთერთმეტე წელი დაიწყო, რაც ერთად ვართ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა.

რომელი უფრო მზრუნველი ხართ?

გააჩნია, რა კუთხით. ჩემი ზრუნვა ოჯახურ ატმოსფეროზეა ორიენტირებული. ვცდილობ, სახლში დაბრუნებისას საუკეთესო აურა დავახვედრო. თვითონაც ამბობს, შენ რომ არ მყავდე, არ ვიცი, როგორი ვიქნებოდიო. ნაკლებად ვიხედები მის საქმეებში, მაგრამ ძალიან რომ გაიჭედება და გულს გადამიშლის, ისე ვამშვიდებ, რომ შემდეგ ეს პრობლემა ადვილად გვარდება. მეუბნება, სასწაული ენერგეტიკა კი გაქვსო.

ქმარი სხვანაირად ზრუნავს ჩემზე. ის მამაკაცია და ოჯახში ფულის შემომტანი. ზრუნავს, რომ შვილებმა კარგი განათლება მიიღონ.

სალომე გოგიაშვილი ამავე ინტერვიუში საკუთარ გარეგნულ ცვლილებებზეც საუბრობს და აღნიშნავს:

„ხშირად ამბობენ, რომ შორენას დავემსგავსე ან კესარიას. ვიზუალურად ორივე ძალიან მომწონს და თუ მათ მადარებენ, ეს კომპლიმენტიცაა. გარეგნობაში რა ცვლილებებს შევიტან, არავის საქმე არ არის. ვინც გარეგნობის გამო მაკრიტიკებს, მათი სურათები რომ ნახოთ, არათუ თავის მოვლა, კბილებიც კი არ აქვთ გამოხეხილი…“

Latest Posts

ბოლო სიახლეები