სალომე გოგიაშვილი: „არც მკერდის ოპერაცია დამიმალავს და არც ცხვირის“

0
2048

სალომე გოგიაშვილმა ახლახან ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და ძალიან კმაყოფილი დარჩა შედეგით. როგორც ამბობს, მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის მეუღლესა და შვილებს არ უნდოდათ, მაგრამ თავად რამდენიმე წელი ფიქრობდა დაცემისას გამრუდებული ცხვირის ფორმის შეცვლაზე და როგორც იქნა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა…

როგორც „თბილისელებთან“ ინტერვიუში ამბობს, მას არც ცხვირის ოპერაციის ამბავი დაუმალავს, რადგან სურდა, ვისაც ასეთი განზრახვა აქვს, ენდონ გამოცდილ სპეციალისტებს და არც მკერდის, რომელი რამდენიმე წლის წინ გაიკეთა.

„ჩემი ქმ,არი მეუბნებოდა, ასეთი მიყვარხარ და სხვანაირი ცხვირით ვერ წარმომიდგენიხარო. ბავშვებიც და დედაჩემიც იმავე აზრზე იყვნენ, მაგრამ მე რომ ვიტყვი მინდა, ე.ი. მინდა და მორჩა…

ამას წინათ ჩემი ქმრის უცნაური მზერა დავიჭირე. ვკითხე, რა იყო-მეთქი და მიპასუხა: მომწონხარო. მგონია, ახალ იმიჯში ვერ ხვდება, ვინ ვარ და თავიდანმეპრანჭება (იცინის).

რაც შეეხება მკერდს, არც მისი პლასტიკური ოპერაცია დამიმალავს. გადიდება კი არ მინდოდა, უბრალოდ, ოთხი მშობიარობის შემდეგ საჭირო გახდა. ამაზეც მეუბნებოდნენ, რად გინდაო, მაგრამ რატომ უნდა მალო ტანსაცმლით ის, რაც არასასიამოვნო შესახედია და რისი გადაჭრაც მარტივად შეიძლება? მოკლედ, მკერდი მინდოდა და გავიკეთე, ცხვირიც მივაყოლე და პლასტიკურ ოპერაციებს ამით მოვრჩი (იცინის). სხვათა შორის, ცხვირის ოპერაციის მერე, წლები რომ მომაკლდა, ვიზუალურად ჩემს შვილს, მაშკას დავემსგავსე და დებივით ვართ“.

სრული ინტერვიუს წაკითხვა დღევანდელ „თბილისელებში“ შეგიძლიათ.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here