სალომე გოგიაშვილი ახალ სკანდალურ გადაცემას ამზადებს

0
83

სალომე გოგიაშვილი დიდი ხანია, ეკრანზე ტელეწამყვანის ამპლუაში არ გამოჩენილა, თუმცა საკუთარი პირადი ცხოვრებით მუდამ ყურადღების ცენტრშია. ახლახან მეოთხე შვილი გააჩინა და ფორმაში ჩადგომას სასტიკი მეთოდით, ანუ შიმშილობით ეცადა, რის გამოც ორჯერ სასწრაფო დახმარების გამოძახება მოუხდა.

ის მალე ახალ გადაცემას გაუძღვება, ამის შესახებ შეკითხვით მივმართეთ.

სალომე გოგიაშვილი:

გადაცემა, რომელიც იქნება სკანდალური და ყვითელი, “მარაოზე“ გავა სექტემბრის მეორე ნახევარში. ის თემები იქნება, რაც ხალხს აინტერესებს. ჯერჯერობით, ფორმატისა და სახელწოდების შესახებ ინფორმაციას ვერ გაგიმხელთ დაწვრილებით.

ტელეეკრანზე დაბრუნება ოთხი შვილის დედას როგორ გესახება?

მშვენივრად. ახლაც ვმუშაობ (იღიმის). ისე შევეჩვიე ბავშვებს, რომ ჩემთვის ორგანულია. პრობლემა არ შემექმნება.

ეკრანზე ფორმაში უნდა იყო. ახლახან იმშობიარე. შენმა შიმშილობამ შედეგი გამოიღო?

ის შედეგი გამოიღო, რომ ორჯერ გამოვიძახეთ სასწრაფო, გული წამივიდა და გადასხმები დამჭირდა, ისეთ დიეტას ვაკეთებდი. მერე მიხვდნენ, რომ დიეტას თავს არ დავანებებდი და დამინიშნეს ახალი, რომელსაც ვიცავ და გული არ მიმდის (იცინის).