ივლისის ბოლოა და ყველა ქალაქგარეთაა ან საზღვრებს გარეთ დასასვენებლად.
დასვენების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში მოდელი, დიზაინერი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი.
ამჯერად სალომემ არჩევანი თეთრ საცურაო კოსტიუმსა და პარეოზე შეაჩერა. მოდელი, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ გამოიყურება და საცურაო კოსტიუმში უნაკლო სხეულს აჩენს.