სალომე ღვინიაშვილის სამომავლო გეგმები

0
2961

ცოტა ხნის წინ, ცნობილი და წარმატებული ქართველი მოდელი, სალომე ღვინიაშვილი, სამოდელო სფეროში დიზაინერის ამპლუაში წარსდგა. სალომეს დიზაინერობა ბავშვობიდან სურდა და ამ კუთხით სპეციალური განათლებაც მიიღო, ჯერ თბილისის სამხატვრო აკადემიაში შემდეგ ევროპაში. სალომეს მიერ შექმნილი საზაფხულო კოლექციის ჩვენება „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეულზე შედგა და მის მიერ შექმნილი სამოსით, სადაც ძირითადად თეთრი ფერი ჭარბობდა, უცხოელი ბაიერებიც დაინტერესდნენ.

დიზაინერი ახლა მორიგ კოლექციაზე მუშაობს. ამის შესახებ, მან „მიუზიკ ბოქსს“ განუცხადა.

– უკვე 2017–2018 წლის შემოდგომა–ზამთრის კოლექციაზე ვმუშაობ. თვის ბოლოს დავასრულებთ ამ კოლექციაზე მუშაობას. მასში დომინირებს შავი, რადგან ჩემი საყვარელი ფერია და ამ ფერის გარეშე ვერ წარმომიდგენია უბრალოდ ჩემი თავი და ჩემი კოლექცია. ასევე იქნება ვერცხლისფერი, თეთრი და იასამნისფერი. განსხვავებული იქნება ეს კოლექცია წინასთან შედარებით.

– რაიმე კონკრეტული თემა ხომ არ გაქვთ რატომაც ირჩევთ ამ ფერებს?

– არა, მაგრამ რა თქმა უნდა კოლექცია ყოველთვის იქმნება რაღაც თემის და ინსპირაციის მიხედვით, მაგრამ ფერებს ყოველთვის ტენდენციის მიხედვით ვირჩევ. ჩემი განწყობიდანაც ხშირად მოდის ეს ფერები.

– უცხოეთიდან ხომ არ გაქვთ რაიმე შეკვეთა ?

– კი, გვაქვს რამდენიმე მაღაზიასთან და ქვეყანასთან ვთანაშრომლობთ, მაგალითად ამერიკის ორ მაღაზიასთან, რუსეთთან და სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიებთან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here