სალომე ღვინიაშვილი საკუთარ ჩვენებაზე ლგბტ სამაჯურით წარდგა (ფოტო)

0
3008

2 ნოემბერს, „თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ ფარგლებში, სალომე ღვინიაშვილის კოლექციის ჩვენება შედგა. დიზაინერმა ახალ ნამუშევრებში შავი, ბეჟი, თეთრი, იისფერი გამოიყენა, მკაცრი ხაზების პიჯაკებსა და მოსაცმელების პარალელურად, მის ნამუშევრებს შორის ნახავთ ძალიან ჰაეროვანი შიფონის კაბებსაც…

ჩვენება მნიშვნელოვანი გამოდგა სხვა კუთხითაც. მაყურებლის წინაშე კოლექციის ბოლო მოდელის შემდეგ, თავის დასაკრავად, თავად დიზაინერი გამოვიდა. მას შავ სამოსზე ლგბტ თემის მხარდასაჭერი სამაჯური ეკეთა.

დიზაინერმა ამითი საკუთარი მხარდაჭერა გამოხატა სექსუალური უმცირესობების მიმართ და მათი ჩაგვრის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

სალომე ღვინიაშვილი fortuna.ge-ს ესაუბრა.

სალომე:

ვფიქრობ, ჩემს ამ ნაბიჯზე კომენტარი ზედმეტია. რასაკვირველია, გამოვხატე ჩემი ემოცია იმ მოვლენების მიმართ, რაც ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ხდება. გამოვედი ჩვენებაზე სამაჯურით და ამით მგონი, ყველაფერი ნათქვამია. სრულად + ფოტოგალერეა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here