23.8 C
Tbilisi
Wednesday, August 3, 2022

სალომე ჭაჭუა: „ხშირად ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, დედა გავხდე…“

მოცეკვავე სალომე ჭაჭუამ თავის პროფესიულ და პირად ცხოვრებაზე ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა.

სალომემ გაიხსენა პერიოდი, როდესაც „ცეკვავენ ვარსკვლავებზე“ ბეირუთში მუშაობდა და აღნიშნა, რომ იმ სამი თვის განმავლობაში ბეირუთში ცხოვრება და მუშაობა ძალიან მოეწონა.

სალომე ასევე აღნიშნავს, რომ 40 წლის მერე აღარ იცეკვებს:

„ნამდვილად არ ვაპირებ 40 წლის ასაკში ცეკვას. ვაპირებ, ერთი წელი აქტიური მოცეკვავის კარიერა გავაგრძელო, რადგან შემოთავაზებები მაქვს. ერთი წლის შემდეგ კი ვფიქრობ, თავი დავანებო მოცეკვავის კარიერას და მთლიანად ქორეოგრაფიაზე გადავერთო“.

სალომე საუბრობს იმის შესახებაც, თუ რატომ არ ერიდება სოციალურ ქსელებში თამამი ფოტოების დადებას: „არ მაქვს ცელულიტი და არც ზედმეტი კილოგრამი და რაზე უნდა ვინერვიულო? ჩემს ფოტოებზე კომენტარებს არასდროს ვკითხულობ. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ ჩემს ცეკვაზე და არა აგრეგნობაზე. როდესაც მოსწონთ ჩემი ცეკვა, ეს დიდ მოტივაციას მაძლევს“.

სალომემ უპასუხა ჟურნალ „სარკის“ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ აქვს შვილის გაჩენის სურვილი:

„აქამდე ნამდვილად არ მქონია ეს სურვილი, ახლა კი ხშირად ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, დედა გავხდე, მაგრამ ამას სჭირდება ძლიერი და წრფელი სიყვარული, რომელიც არ არის ჩემს ცხოვრებაში…“

(ფოტოები)

Latest Posts

ბოლო სიახლეები