“ცეკვავენ ვარსკვლავები” ფეისბუქის გვერდზე სალომე ჭაჭუას და სტანისლავ ბონდარენკოს ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც პროექტის კულისებში არის გადაღებული. სურათზე სალომე თვალისმომჭრელად გამოიყურება, სტასი კი საკმაოდ ელეგანტურია.
ფოტომ ათასობით მოწონება და კომენტარი დაიმსახურა. “ესენი უნდა ყოფილიყვნენ ერთად”, “ვაი, რა წყვილი იქნებოდა”, “ეს გოგო ყოველი სეზონის ბოლოს გათხოვდება… ამას ისეთი პირი უჩანს სეზონზე 3 ჯერ გათხოვებასაც მოასწრებს”, “ფოტო ძალიან მაგარია. სალომეს რაც შეეხება, ვინც არ აღიარებს რომ მაგარი მოცეკვავეა, ნამდვილად ვერ ერკვევა თემაში” – წერენ პოსტის კომენტარებში…