სალომე ჭაჭუა “ცეკვავენ ვარსკვლავების“ პრომოში შეუდარებელია!.. (ფოტოგალერეა)

0
93

“ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეექვსე სეზონისთვის მზადება ინტენსიურად მიმდინარეობს. უამრავი მონაწილე უკვე ცნობილია, მათ შორის გახლავთ მსაახიობი სტანისლავ ბონდარენკო, ნინი წიკლაური, ლიზა ყენია, ანა ახვლედიანი და სხვა სახეები. როგორც “ფორტუნას“ ექსკლუზიურ ინტერვიუში პროექტის მთავარმა ქორეოგრაფმა გიგი გაჩეჩილაძემ მცირე ხნის წინ განუცხადა, “ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონისთვის რამდენიმე მოცეკვავე უცხოეთიდან ჩამოიყვანეს.

წყვილები უკვე ვარჯიშობენ. გოჩა ჩერტკოევი, რომელიც არა მარტო ჟიურის წევრი კი არა, პროექტის ხელმძღვანელიც იქნება. მისი იმიჯი უკვე გახდა პრესის გემრიელი საკბილო, ვინაიდან ის ლურჯი წვერით გამოგვეცხადა. მისი განცხადებით, “ცეკვების“ ახალი სეზონი ყველაზე მასშტაბური იქნება.

“ცეკვავენ ვარსკვლავები“ სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. ოფიციალურმა გვერდმა უკვე დაიწყო მკითხველთან “გამოიცან რომელიას“ თამაში. მათ რამდენიმე ფოტო განათავსეს, სადაც სამი მონაწილე ზურგით დგას ფოტოობიექტივთან და გვთავაზობენ, გამოვიცნოთ მათი ვინაობა. ერთ-ერთი უცხოელი მოცეკვავე, ირა კვიტინსკაია საგულდაგულოდ შეფუთულ მეწყვილესთან ერთად დგას და მისი ვინაობის გამოცნობაც “გვევალება“. ფოტოს ერთ-ერთი კომენტარის ავტორი წერს, რომ მისი აზრით, ეს ინდოელი მსახიობი, გაურავ ჩოპრა იქნება.

რაც შეეხება კიდევ ერთ ფოტოს, რომელიც პრომოს გადაღებიდან გავრცელდა, მასზე სალომე ჭაჭუაა გამოსახული, რომელიც შეუდარებლად გამოიყურება. ჯერჯერობით უცნობი რჩება, ვინ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მოცეკვავის პარტნიორი პარკეტზე.

“ცეკვავენ ვარსკვლავების“ გვერდზე ფოტოების განთავსებას უამრავი კომენტარი მოჰყვა. განსაკუთრებული ყურადღება, გასაკვირი არ არის, რომ სალომე ჭაჭუამ მიიქცია – “ქალი საოცრება,ყველასგან გამორჩეული და უმაგრესი მოცეკვავე, წარმატებები, სალო“, “მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო“, “ასეთ პოზაში რატომაა?“, “სალომეს გარეშე ეს პროექტი წარმოუდგენლად მეჩვენება“. ბევრი ამ ფოტოზე იმასაც კითხულობს, იქნება თუ არა პროექტში ჯულიანა ბარ-გნარი. “ფორტუნასთან“ საუბრისას ოთო ფოლადაშვილმა, რომელიც ყველა წინა სეზონში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ პროექტის ავტორებთან პირობებზე ვერ შეთანხმდა და ამიტომაც მონაწილეობაზე უარი თქვა. ვნახოთ, როგორი იქნება საბოლოო შემადგენლობა, რომელსაც “ცეკვების“ ორგანიზატორები უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებენ, პროექტი ხომ 5 აპრილს იწყება…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here