ლაშა ბასლანძისა და სალომე ბაკურაძის ვაჟი, ალექსანდრე სოცქსელში ძალიან პოპულარულია. წყვილს პატარა სანტი სულ თან დაჰყავს. დედ-მამა ხშირად დებს მის ფოტოებს, მაგრამ ბავშვს ავი თვალისგან დასაცავად ბევრი რამ უკეთია.
სალომე სასტუმრო „ამბასადორში“ შვილთან ერთად გადავიღეთ და ინტერვიუც ჩავწერეთ სპეციალურად „ფორტუნას“ საიტისთვის.
როგორია ამ პატარა უსაყვარლესი ბიჭის დედობა?
ყველაზე მაგარია. რამდენჯერაც უნდა გკითხონ, იმდენჯერ სიამოვნებით უპასუხებ, რომ ყველაზე ახალი რამ ხდება შენს ცხოვრებაში. არ მომერიდება, ვიტყვი ბანალურად, მეც ვკითხულობ – ნეტავ, რა ხდებოდა აქამდე? ცხოვრების მოყვარული ვარ და სულ მიყვარდა ცხოვრება და მეგონა, რომ ყოველთვის კარგად ვიყავი, მაგრამ ეს ეტაპი სულ სხვაა. იყო ჩემს ცხოვრებაში საკვანძო და დიდი მომენტები, მაგრამ დღეს განსხვავებულად ბედნიერად ვგრძნობ თავს. იხილეთ ვრცლად (ფოტოგალერეა)