სალომე ბაკურაძის ფერად ვიდეორგოლს ზაზა ორაშვილი იღებს (ფოტო+ვიდეო)

0
1049

სალომე ბაკურაძე მალე „პირველი არხის“ გადაცემაში „აკუსტიკა“ გამოჩნდება. ის ბენდთან ერთად წარმოადგენს კომპოზიციას სახელწოდებით „ჩემი სიმღერა“, რომელიც მომღერალმა მეუღლეს, ლაშა ბასლანძეს მიუძღვნა.

კადრები ფერადი ვიდეორგოლის გადასაღები მოედნიდან სწორედ ლაშამ გაავრცელა.

„ჩემი სიმღერის“ ავტორი კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილია.

(ფოტოები/ვიდეო)