მომღერალ სალომე ბაკურაძესა და პროდიუსერ ლაშა ბასლანძეს უსაყვარლესი ვაჟი, სანტი ჰყავთ, რომელიც იუბილარი გახლავთ. სანტის 5 წელი შეუსრულდა. დედიკომ მისი ფოტოები გამოაქვეყნა და ვაჟს ემოციური და თბილი პოსტით მიულოცა მთავარი დღე.
სალომე ბაკურაძე:
„რა გასაკვირია რომ ბოლო 5 წელია ჩემი ყველაზე საყვარელი დღე, შენი დაბადების დღეა, სანტი?😊❤ისეთ საოცარ შვილზე, როგორიც შენ ხარ, ოცნებაც არ გამიბედავს🙈❤რა მაგარია, რომ ამის თქმა შემიძლია😊❤❤❤მინდა, ცხოვრების ბოლომდე ასეთი კეთილი იყო, ასე გიყვარდეს ადამიანები, როგორც ახლა, ასეთი იუმორით სავსე იყო😂 და ყველა ის სუპერთვისება შეგრჩეს დიდობაშიც, რაც ახლა გაქვს,❤ბედნიერი იყავი, დე სულ, სულ, სულ❤❤❤“.