რადიო „ფორტუნას“ ეთერში ახლახან სალომე ბაკურაძის ახალი სიმღერის „ხელები მაღლა” პრემიერა გაიმართა. სიმღერა მელოდიური და საცეკვაოა.
სალომე ბაკურაძე:
ვაპირებ ამ სიმღერაზე ვიდეორგოლის გადაღებას. დიდი მადლობა ბორიკო შხიანს, რომლის სიმღერაც არის და მასვე ეკუთვნის არანჟირება, ტექსტი თემო საჯაიამ დაწერა, დათო ფორჩხიძემ შეიტანა წვლილი ტექსტის დაბოლოვებაში და ასევე დაგვეხმარა ჩაწერისას. ჩაიწერა „ბრავო სტუდიაში“. ძალიან გამიხარდება, თუკი რადიოეთერში ამ სიმღერას მსმენელები მოითხოვენ. შეგიძლიათ, ამ სიმღერას უსურვოთ წარმატება „ოქროს ტალღაზე“. ამ კონკურსზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, რადგან ყველასთვის მნიშვნელოვანია (იღიმის).