სალომე ბაკურაძეს ყოველ წელს დაბადების დღეს დიდი ვარსკვლავები ულოცავენ

0
502

დღეს სალომე ბაკურაძე იუბილარია. მომღერალს 37 წელი შეუსრულდა, თუმცა ვერც თავად და ვერც მის გარშემო მყოფები მის ასაკს ვერ გრძნობენ.

მუდამ მხიარული ხასიათის სალომეს ახლახან მძიმე პერიოდი ჰქონდა, როცა ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, მაგრამ ახლა თავს ბერვად უკეთ გრძნობს და დაბადების დღეზე თბილ მილოცვებს სიხარულით იღებს.

სალომე ბაკურაძე:

გაგიმხელთ ასაკს, რა პრობლემაა. სულ მერევა და ყოველთვის წინა წლისას ვამბობ ხოლმე, არ ვიცი, ნებსით თუ უნებლიედ. 37 წლის გავხდი, მაგრამ ასაკის შეგრძნება საერთოდ არ მაქვს. ჩემი თავი იცი, როგორი პატარა მგონია? ჩემი შვილის ტოლი. ერთადერთი, რაც რეალურად მაგრძნობინებს ასაკს, ბევრი ადამიანის სიყვარულის დაგროვება და მოლოცვების მატებაა. ყველა მოლოცვაში გული და სულია ხოლმე ჩადებული.

გაიხსენე ყველაზე ბედნიერი დაბადების დღეები. ..

ყველა ჩემი დაბადების დღე, არ ვიცი, მე ვცდილობ თუ სხვებიც ცდილობენ, განსაკუთრებულია ხოლმე. წინა დაბადების დღე ოჯახთან ერთად აღვნიშნე, მაგრამ მეორე დღეს ჩემს 10 დაქალთან ერთად გავემგზავრეთ ჩაქვსა და ბათუმში და გოგონების დასამახსოვრებელი ვოიაჟი მოვიწყვეთ. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში, დაბადების დღეებზე ხან „ქოლდფლეის“ კონცერტზე ვიყავი პარიზში, ხან ბიონსესი – ესპანეთში და ჩემს დაბადების დღეებს, ასე გამოვიდა, რომ უდიდესი ვარსკვლავები მილოცავდნენ, წინა წელს გოგონებთან ერთად მოგზაურობა გამორჩეულად მინდა გამოვყო.

ლაშას ძალიან უყვარს ჩემი დაბადების დღე და პომპეზურად აქცევს ხოლმე ამ დღეს. სულ ყვავილები, ბუშტები, გულების დახატვები… ერთ დაბადების დღეზე ფანჯრიდან გადავიხედე და მთელი ეზოს ასფალტი მოხატული იყო, სადარბაზო კი ბუშტებით გაფორმებული… ბევრი კარგი დღე მახსოვს და ბევრი საჩუქარი, თუმცა უფრო მეტად ვიმახსოვრებ ემოციების მიხედვით და ეს ყველაზე მეტად ემოციური მოლოცვა იყო… აქ არ დავასახელებ მატერიალურ და ძვირად ღირებულ საჩუქრებს…

დღევანდელ დღეს როგორ აღნიშნავ?

დაბადების დღე კი არა, იმდენი ხალხი ვანერვიულე, იმდენი წერილი მივიღე და ისეთი ამბავი გამოვიარე, რომ მგონია, მაშინ მქონდა დაბადების დღე – უამრავმა ადამიანმა მომიკითხა თბილად.

მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, მასშტაბურობისგან თავს შევიკავებ და ოჯახთან ერთად აღვნიშნავ.

რას ელოდები ყველაზე მეტად დღეს?

ლაშიკოს დაბრუნებას ველოდებოდი. დილის ექვს საათზე დაბრუნდა ბათუმიდან, რადგან რთული გზა იყო. დილას დამადგა ყვავილებით ხელში…

ველოდები ბევრ მოლოცვას, ბევრ თბილ სიტყვას და კეთილი ხალხის სურვილების ასრულებას მთელი წლის განმავლობაში.

ჩვენ ვუერთდებით თბილ მილოცვებს და ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ!..

დიდი მადლობა!.. (იღიმის).

ინტერვიუ: ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here