მომღერალმა, სალომე ბაკურაძემ ახალი კლიპი გადაიღო, რომლის პრემიერაც მალე შედგება. სალომემ ახალი კლიპი ამერიკაში ვიზიტისას გადაიღო. სიმღერა, მაია კაჭკაჭიშვილმა დაწერა, სალომემ დუეტი მისი მეჯვარის შვილთან, ელენე ნიკოლავასთან ჩაწერა. კლიპის გადაღებები ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში გაიმართა.
სალომე ბაკურაძე ამერიკაში მეუღლესთან ერთად, დასასვენებლად იმყოფებოდა და ეს დრო, კლიპის გადაღებისთვისაც გამოიყენა.