სალომე ბაკურაძე: “ყველას გისურვებთ ამ დიდი ბედნიერების განცდას…“

0
80

სალომე ბაკურაძესა და ლაშა ბასლანძეს შვილი ახლახან შეეძინათ და მას ალექსანდრე დარქვეს. ბედნიერ მშობლებს სოციალურ ქსელში მეგობრები და უბრალო ნაცნობები ულოცავენ. სალომემ გადაწყვიტა, მათთვის და ექიმებისთვის მადლობა გადაეხადა.

“მთელი გულით მინდოდა ცალ-ცალკე თითეული ადამიანისთვის გამეცა პასუხი, მეთქვა და მომეყოლა ჩემი სასწაული ემოციების შესახებ,რაც მივხვდი, რომ შეუძლებელია, როგორც რაოდენობრივად ასევე ემოციურად. ამიტომ მინდა, ყველას დიდი მადლობა გითხრათ და ყველას გისურვოთ ამ დიდი ბედნიერების განცდა, რომლის ზუსტად აღწერა ალბათ არავის არ შეუძლია❤️❤️❤️.

არც სტატუსების წერით გამოვირჩევი და მითუმეტეს, გრძელი ტექსტებით ამ სტატუსებში,მაგრამ არ მომბეზრდება ასჯერ და ათასჯერ ვუთხრა ან დავწერო მადლობა საოცარ პროფესიონალ ადამიანს, სასწაულ ექიმს,ულამაზეს და უმაგრეს ქალბატონს, მაია მჭედლიძეს (რათქმაუნდა, შენი დამსახურებით, ლელა ფირცხალაიშვილი, როგორც ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში).

მადლობა კლინიკის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს, რომლებმაც ამ თვეების თუ დღეების განმავლობაში საოცარი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე.მადლობა თქვენ…“ – აღნიშნავს სალომე სტატუსში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here