სალომე ბაკურაძე მეუღლეს, ლაშა ბასლანძეს დაბადების ერთობლივი ფოტოთი ულოცავს და ასევე აზიარებს იმ სტატუსს, რომელიც წინა დაბადების დღეზე მიუძღვნა იმის აღსანიშნავად, რომ მისი ემოციები და დამოკიდებულება უცვლელია.
„ვიცი, იმდენს ვერ გეტყვი, რამდენსაც ვგრძნობ, რაც მინდა გითხრა და ეს შენც იცი. ცა ხარ და ცაზე მეტი, ჩემი დაბადების დღეც და ყოველი დღე ხარ საერთოდ. სამყარო ხარ და ბედნიერების ზუსტი განმარტება ხარ, ბევრ ადამიანს გაუმართლა, რომ შენ დაიბადე და მათ შორის მეც, იმედი ხარ ჩემი და ტრადიციულად, ვულოცავ ჩემს თავს ჩემსავე დაბადების დღეს, როდესაც შენ გაჩნდი“ – აღნიშნულია სტატუსში.
შეგახსენებთ, რომ ლაშამ და სალომემ ოჯახი 2014 წელს შექმნეს და მათ ერთი შვილი ჰყავთ, ალექსანდრე, რომელსაც მოფერებით სანტის ეძახიან. ლაშას პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს, ელენე სალომესთან ძალიან მეგობრობს.