სალომე ბაკურაძე: „კლინიკიდან ეტლით გამომიყვანეს და ლაშამ ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, ადგილზე მოკვდა“

0
668

სალომე ბაკურაძეს ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, მოულოდნელად მოძრაობის უნარი დაკარგა და საწოლიდანაც ვეღარ დგებოდა. ვესტიბულარული ნერვის ანთება მისი დიაგნოზია, რომელსაც ახლაც მკურნალობს, თუმცა მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა.

სალომე იხსენებს, როგორ შეხვდა მის ავადმყოფობას მეუღლე, ლაშა ბასლანძე:

„კლინიკიდან ეტლით გამომიყვანეს და ლაშამ ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, ადგილზე მოკვდა. ვაწყნარებდი, მაცალე ცოტა ხანი და გავივლი-მეთქი. დღემდე მჭირდება სარეაბილიტაციო ვარჯიშები…“

„არ შემიძლია წამოვწვე და ველოდო, როდის გამოსწორდება ჩემი წონასწორობის ცენტრი. სცენაზეც დავდექი და საჭესთანაც დავჯექი. სამღერი იყოს სადმე და ვიმღერებ, აბა, რას ვიზამ! ფეხზე რომ ვერ დავმდგარიყავი, ეტლითაც მივვარდებოდი და ისე ვიმღერებდი…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here