სალიო ფონდ “იავნანას“ მადლობას უხდის

0
2409

მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე კორკოტაშვილი, რომელიც ამერიკული ხმის ჩამწერი სტუდიის Songbuilderstudio- მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა, აშშში გამგზავრებას ფინანსური პრობლემის გამო ვერ ახერხებდა. იქ მას ელოდებიან, რათა ერთი კომპოზიციის არანჟირება და ჩაწერა საკუთარ თავზე აიღონ, შემდეგ კი ეს სიმღერა რამდენიმე ასეულ რადიოში დაატრიალონ.

სალომემ ამ კონკურსში 15 000 მონაწილეს შორის გაიმარჯვა სიმღერით Wayside.

ახლახან მომღერალმა ფეისბუქზე განათავსა პოსტი, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მან დაფინანსება მიიღო.

რამდენიმე საათის წინ, ფონდ „იავნანას“ ოფიციალურ გვერდზე სალომე კორკოტაშვილის ვიდეო გავრცელდა, სალომე ვიდეოში ფორტეპიანოზე „იავნანას“ ჰიმნს უკრავს. ვიდეოს შემდეგი აღწერა აქვს: “ფონდი “იავნანა” ულოცავს სალომე კორკოტაშვილს მნიშვნელოვან კონკურში გამარჯვებას. სალომე 1 მარტს უკვე მიემგზავრება ამერიკაში. გვიხარია რომ ფონდი ახერხებს მისთვის თანადგომის გაწევას, მანამდე კი SALIO სტუმრადიავნანასსალონშიმე მინდა მქონდეს თბილი სახლი“, სიმღერის პრემიერიდან 9 წლის შემდეგ.”

ვიდეორგოლში სალომე „იავნანას“ ოცნებების ასრულებისთვის მადლობას უხდის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here