ჯანსაღი ცხოვრების წესი დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. სავარჯიშო დაბრაზებში და საცურაო აუზზე, ბევრი ადამიანი ატარებს დროს, მათ შორის არიან ცნობილი ადამიანებიც. ვინ სად ვარჯიშობს და ვინ როგორ ინარჩუნებს ფორმას, ამას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.
სოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე აქტიურ სპორტულ ცხოვრებას ეწევა. მან ვარჯიში რამდენიმე წლის წინ, ნინა წკრიალაშვილთან ერთად დაიწყო. როგორც ჩანს სოფო ახლა უკვე ნინას გარეშე ვარჯიშობს და არჩევანს სპორტ-დარბაზ “ოქტოპუსზე“ აკეთებს. სავარჯიშო დარბაზში გადაღებულ ფოტოებს ის ხშირად აქვეყნებს „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე. რამდენიმე დღის წინ, ვარჯიშისას, როგორც ჩანს სოფომ ფეხი დაიზიანა და სურათი სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც წერს რომ ფეხი ველოსიპედის პედალზე დაიზიანა.
ლაშა შევარდნაძე
ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, ლაშა შევარდნაძე ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. მართალია დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად ვარჯიშს მაინც ახერხებს. მეგობრებთან ერთად, დილით კუს ტბაზე დარბის, საღამოს კი „ფაუერ ჰაუსში“ ვარჯიშობს.
ნინო თოლორდავა
ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა, გამორჩეული სილამაზის მქონე ჟურნალისტია. მისი ოჯახის წევრები აქტიური სპორტის მიმდევრები არიან, ქმარი ძალოსანი ჰყავს, შვილი კი კალათბურთელია და ამერიკაში თამაშობს. ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება ნინომაც დაიწყო, ის „ფიტ გალერიში“ კვირაში რამდენჯერმე ვარჯიშობს, სადაც მეგობართან ერთად დადის.
ეკო ფანგანი
მოდელი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, ვარჯიშით არის გატაცებული. ის თითქმის ყოველდღიურად ვარჯიშობს „ასპრიაში“. მას პირადი ინსტრუქტორი, ოთო გვარაძე ჰყავს, რომელიც თბილისში ბევრისთვის არის ცნობილი.
ანუკი არეშიძე
დიზაინერი ანუკი არეშიძე მართალია უკვე ისედაც შესაშურ ფორმაშია, მაგრამ მაინც აქტიურ სპორტულ ცხოვრებას ეწევა. ანუკი რამდენიმე წელია სპორტ-დარბაზში ვარჯიშობს და არჩევანს “Gym1“-ზე აკეთებს.