სად შეგვიძლია დავაგემოვნოთ ხარისხიანი ლუდი – “Beer Garden” ახალი თავშეყრის ადგილი

0
1318

თბილისი რომ გართობის ქალაქია ამაზე დიდი ხანია აღარ ვდაობთ. ჩვენს ქალაქში ნებისმიერი ადამიანისთვის მოიძებნება სასურველი გარემო საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად, მაგრამ თუ გიყვართ გემრიელი ლუდი, ქართული თუ ჩეხური სამზარეულო და გემოვნებიანი ცოცხალი მუსიკა, მაშინ თქვენს საყვარელ ადგილთა სიას კიდევ ერთი შეამატეთ. “Beer Garden” ესაა პაბი, რომელიც მზადაა გემოვნებიან მომხმარებელს, კარი კვირის ნებისმიერ დღეს გაუღოს. როგორც პაბის მფლობელმა გვითხრა, “Beer Garden” მზადაა ფეხბურთის მოყვარულებს პირდაპირი ტრანსლაციების ყურების საშუალება მისცეს. რაც შეეხება მუსიკას, ისინი სამომავლოდ არაერთი თემატური საღამოს მოწყობასაც აპირებენ. ასე რომ დაღლილი დღის შემდეგ, ბევრი ფიქრი აღარ გჭირდებათ, თუ სად შეიძლება ერთ სივრცეში განსხვავებული გემოვნების ადამიანებმა დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here