ქართველი მუსიკოსი და რეჟისორი გიგა აგლაძე ახლახან დევიდ ლინჩის ფონდის ხელმძღვანელი გახდა საქართველოში. ამ მისიით მას ბევრი მოგზაურობა უწევს. ახლახან საკუთარ „ფეისბუქზე“ გააზიარა ვიდეო, სადაც მსახიობ ჰიუ ჯეკმანთან ერთად არის გადაღებული კენედის ცენტრში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე.
გიგა აქტიურია სოციალურ ქსელში. მან რამდენიმე ფოტო განათავსა, სადაც ნახევრად შიშველ გოგონებთან ერთად არის გამოსახული. ფოტო ნიუ იორკშია გადაღებული. გოგონებს საჯდომებზე, შესაბამისად, NY აწერიათ. გიგა ამ ფოტოებზე ძალიან მხიარულად გამოიყურება.
რეჟისორს ეკითხებიან, სად არის ამ დროს მისი მეუღლე, რაზეც გიგა ხუმრობით პასუხობს – „სძინავს“.
„გიგუშ, ფრთხილად იყავი, ნაპოლეონი ქალებმა დაღუპეს“, ურჩევენ რეჟისორს.