სად იქორწინეს ფარულად Mila Kunis-მა და Ashton Kutcher-მა?!

0
18

Mila Kunis-ი და Ashton Kutcher-ი იმას არ სჯერდებიან, რომ მთელი მედია გააცურეს და ახლა არც იმაზე აპირებენ საუბარს, მაინც სად და როგორ ჩაიარა მათმა ქორწილმა. თუმცა, როგორი ვიწროც არ უნდა იყოს მსგავს ცერემონიალებზე მიწვეულ სტუმართა წრე, მაინც გამოჩნდება ერთი ადამიანი, რომელიც ყვითელი პრესის წარმომადგენლებთან პირს მოაღებს და გასაიდუმლოებულ ღონისძიებაზე ილაპარაკებს.

სწორედ ასეთი ჭორიკანა გამოძებნა ერთ-ერთმა ამერიკულმა გამოცემამ და ინფორმაციაც დასტყუა. როგორც ირკვევა, წყვილმა ხელის მოწერისათვის კალიფორნიის შტატში მდებარი, დახურული სივრცე აირჩია, მისი სახელია სიქრეთ გარდენი, პერიშის რანჩო. იქაურობა მთლაიანად ბუნების წიაღშია ჩაფლული, გარშემო ვაშლის ბარებითაა გარშემორტყმული, შიგნით კი ულამაზესი გუბურებია. ამ ადგილს ახალგაზდები ქორწილისთვის ძალიან ხშირად ირჩევენ ხოლმე.

რაც შეეხება Mila-ს ჩაცმულობას – ქალმა ქორწილისთვის ტრადიციული, თეთრი კაბა შეარჩია და ასევე თეთრებში გამოაწყო 9 თვის ქალიშვილიც – ისინი ბედნიერებისგან ბრწყინავდნენ – ამბობს უცნობი წყარო. თუმცა, მისი ინფორმაცია მხოლოდ ამითი შემოფიარგლება – ვინ იყვნენ მოწვეულ სტუმართა სიაში, ვინ მიაცილა Kunis-ი საკურთხეველთან, ან წარმოთქვა თუ არა ფიცი წყვილმა, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია. ერთადერთი, რაც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, ისაა, რომ Mila-მ და Ashton-მა გასულ ვიქენდზე იქორწინეს, 4, ან 5 ივლისს, ინფორმაცია თავადაც დააასუტრეს, თუმცა, მედიასთან საუბარი აღარ განუვრციათ. და ეს მაშინ, როდესაც რამდენიმე ტელეგადაცემაში სტუმრობის შემდეგ მედია ამტკიცებდა, წყვილმა თებერვალში იქორწინაო.