მე-10 საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ წარმატებით დასრულდა. ბოლო რამდენიმე წელი ფესტივალი „მსმენელის წინაშე საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო პროგრამით წარსდგება ხოლმე. რა თქმა უნდა, არც წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი და საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრები ცნობილმა მუსიკოსებმა შეასრულეს, მათ შორის კი იყო დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, რომელთანაც ფესტივალ „ღამის სერენადების“ ერთ-ერთ სამხატვრო ხელმძღვანელთან, გიორგი ისაკაძესთან ერთად მის ისტორიულ სახლში მოვხვდით. როგორც თავად დირიჟორი გვეუბნება, სახლის არქიტექტურა, რომლეშიც ის მის მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს, დედას ეკუთვნის. ამ კედლების შუაგულში კი ხშირად იკრიბებოდნენ მამის მეგობრები: ერეკლე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, პავლე ინგოროყვა, დავით ოისტრახი, ისააკ სტერნი და სხვები. რამდენადაც წარმატებულია დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, იმდენად წარმატებული მეუღლე ჰყავს. ალექსანდრა ერთ დროს ჟივენშის მოდის სახლის გუნდის წევრი გახლდათ. მეუღლეებმა კი ერთმანეთი სიყვარულის დედაქალაქ პარიზში გაიცნეს.