ორი ავტორის ფესტივალის, რომელიც დიმიტრი შოსტაკოვიჩისა და გია ყანჩელის შემოქმედებას ეძღვნება, დასკვნითი საღამო, ოპერის თეატრში გაიმართა. ევგენი მიქელაძის სახელობის, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრისა და ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით ფესტივალი “alla KONTRAPUNKT” 9 მაისს გაიხნსა და მასში მონაწილეობა, არაერთმა საერთაშორისო აღიერების მუსიკოსმა მიიღო. მათ შორის იყვნენ: მარიამ მეეროვიჩი, ბორის ანდრიანოვი და სერგეი ნააკრიაკოვი.