ჯაბა ქარსელაძემ 30 წლის იუბილე საკუთარ სახლში გადაიხადა… იუბილესთან დაკავშირებით ის საფრანგეთიდან სპეციალურად ჩამოვიდა სამშობლოში, რადგან ამ დღის აღნიშვნა ქართველ სელებრითებთან ერთად სურდა… ჯაბამ ყველა იმ ადამიანს მოუყარა თავი, ვისთან ერთადაც მოღვაწეობდა საქართველოში და ახლო ურთიერთობა აქვს…
ეს საღამო ერთ, მასშტაბურ კონცერტად იქცა – ჯაბამ და აჩიკო მეფარიძემ დუეტში შეასრულეს ქართული სიმღერა… მოკლედ რომ ვთქვათ, ქართული მუსიკით გაჟღენთილი საღამო იყო…
როგორც ქართულ სუფრას ჩვევია, არც ტრადიციული სადღეგრძელოები გამორჩენიათ… საღამომ ნამდვილად სასიამოვნოთ ჩაიარა. ამ დღის ორგანიზატორობა თაკო დოლაბერიძემ ითავა, ხოლო მუსიკალური მხარე ნიკა ნიკვაშვილმა…