სად და როგორ გაიცნო დავით გომართელმა მეორე მეუღლე? – „მეგობრებმა წამოიყვანეს ძალით“

0
322

მომღერალმა დავით გომართელმა მეორე მეუღლის გაცნობის ისტორია გადაცემაში „სხვა კითხვები“ მოჰყვა. როგორც მომღერალმა თქვა, ეს სასიყვარულო ურთიერთობა 6 წლის წინ დაიწყო.

„ძალიან უცნაური რაღაცაა, არასოდეს შევხვედრივარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა საერთო სამეგობრო წრე. სახელი და გვარი გაგებული მქონდა, ალბათ იმასაც, მაგრამ არასოდეს შევხვედრივართ. კონცერტი მქონდა კახეთში, ამ კონცერტზე მეგობრებმა წამოიყვანეს ძალით და იქ მოხდა ჩვენი გადაკვეთა. მერე მეორე დღეს გაგრძელდა და ასე შემდეგ“, – იხსენებს გომართელი.

როგორც გომართელი ამბობს, მეუღლეს სიურპრიზებითაც ანებივრებდა: „ძალიან იმოქმედა ამან მასზე, მამაკაცი როდესაც ასე გექცევა, ყველასთვის საინტერესოა“, – აღნიშნავს მომღერალი და ამატებს, რომ მისი მეუღლე ეჭვიანი არ აღმოჩნდა, „მაგრამ რაღაცებზე დაფიქრდება ხოლმე“.

ვრცლად…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here