ზაფხულის დღეებიც მიიწურა და ყველას აინტერესებს, ვინ სად და როგორ გაატარა ეს პერიოდი. ცნობილი სახეები, როგორც ყოველთვის, ყურადღების ცენტრში არიან.
მოგეხსენებათ, რომ მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია და მოდელი თაკო ჩხეიძე ახლო მეგობრები არიან. ისინი მეუღლეებთან ერთად ბოდრუმში ისვენებდნენ. მანამდე თაკომ მეუღლესა და ორ ვაჟთან ერთად თურქეთის კიდევ ერთ კურორტზე გაატარა შვებულების დღეები. რაც შეეხება თიკა ფაცაციას, მან აშშ-ში გადაინაცვლა, საიდანაც უამრავი ფოტო განათავსა სოციალურ ქსელში და ბევრი კომპლიმენტიც მიიღო.
საკმაოდ აქტიური ზაფხული ჰქონდა ტელეწამყვანსა და მსახიობ შორენა ბეგაშვილსაც – ის ბათუმში თავის შვილთან, ევასთან ერთად ისვენებდა, მის ფოტოებზე ხშირად ჩანდა მსახიობის უახლოესი მეგობარი, პროდიუსერი კახა მამულაშვილი. მან მეუღლესთან, ლელა წურწუმიასთან ერთად ზაფხულის მნიშვნელოვანი ნაწილი აჭარაში გაატარა, სადაც მომღერალს უამრავი კონცერტი ჰქონდა სხვადასხვა კლუბში.
რაც შეეხება მომღერალსა და უკვე ტელეწამყვან ნინი ბადურაშვილს, ის მცხეთაში თავის აგარაკზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, ხოლო ახლა ბათუმში ისვენებს, თან, კონცერტებსაც მართავს. ახლახან მასა და ანრი ჯოხაძეს ერთ-ერთ კლუბში ერთობლივი კონცერტი ჰქონდათ, რომელსაც უამრავი მათი თაყვანისმცემელი დაესწრო.
ნანუკა ჟორჟოლიანმა შვილებთან, მარიამსა და საბასთან ერთად საბერძნეთში დაისვენა. როგორც ჩანს, ტელესახეს ძალიან მოსწონს ამ ქვეყანაში მოგზაურობა, რადგან 25 ივნისს დაბადების დღე მეგობრებთან ერთად, ასევე საბერძნეთში აღნიშნა, მოგვიანებით კი იქ შვილებთან ერთად დაბრუნდა.
ანუკი არეშიძემ ზაფხული შვილებსა და მშობლებთან ერთად გაატარა – ჯერ მილანს ესტუმრნენ, შემდეგ ვენეციას, ახლა კი ანანურში გადაინაცვლა. ფოტოები