იმის მიუხედავად, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში უკვე წლებია, ახალი თითქმის არაფერი ხდება და ის ფაქტიურად ერთ ადგილზე არის გაჩერებული, ლელა წურწუმია ერთადერთი მომღერალია, რომელიც აქტიურად წერს ახალ სიმღერებს, ხშირად დადის გასტროლებზე და მსმენელს კონცერტებითაც ანებივრებს. ამჯერად ის, მონატრებულ მელომანებს „ოტიუმში“ შეხვდება. სადაც კონცერტს 14 ოქტომბერს გამართავს. რა პროგრამით წარსდგება მსმენელის წინაშე ლელა წურწუმია, ამის შესახებ პროდუსერი კახა მამულაშვილი გვესაუბრა.
– ბათუმის „ვერტიგოში“ ჩატარებულ კონცერტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხალხს სურვილი ჰქონდა, ძველი ჰიტების კონცერტი თბილისში ჩაგვეტარებინა, ამისთვის კი ყველაზე კარგი ადგილი არის „ოტიუმი“ და ამიტომაც გადავწყვიტეთ სწორედ აქ ჩაგვეტარებინა კონცერტი. კონცერტის პირველ ნაწილში ქალაქური სიმღერები შესრულდება, ხოლო მეორე ნაწილში ძველ ჰიტებს იმღერებს.
– დუეტებს ვისთან შეასრულებს?
– ძირითადად ლელა იმღერებს, მასთან ერთად ასევე გიო ხუციშვილი და ანსამბლი „შვიდკაცა“ გამოვა კონცერტზე.