სად და როდიდან გაიყიდება და რა ეღირება “აეროსმიტის” კონცერტის ბილეთები

0
1974

“ბლექ სი არენაზე” 20 მაისს “აეროსმიტის” კონცერტი გაიმართება. ლეგენდარული ამერიკული როკჯგუფი საქართველოში პირველად ჩამოსასვლელად ემზადება!.. შესრულდება საინტერესო პროგრამა, რომელსაც ქართველი მსმენელი მოუთმენლად ელოდება.

ინტერნეტში გამუდმებით ისმის კითხვა, როდიდან და სად და რაც მთავარია, რა ფასად იქნება ხელმისაწვდომი ჯგუფის კონცერტზე დასასწრები ბილეთები.

დღეს გახდა ცნობილი, რომ “აეროსმიტის” კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი, მათი გამოსამშვდობებელი ტურნეს ფარგლებში, ყველაზე დაბალი სწორედ საქართველოში იქნება და 50 ლარიდან დაიწყება. შედარებისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ მხოლოდ ერთი ქალაქის, ბარსელონას მაგალითი, სადაც გარკვეული ბილეთების ფასი დაახლოებით 171 ლარია.

“აეროსმიტის” ბილეთები დაიდება ორ საიტზე – biletebi.ge და tkt.ge, 25 თებერვლიდან.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ბილეთების ღირებულება იქნება 40 ლარი, „Black Sea Arena”-ს მესამე სექცია ეღირება 50 ლარი, მეორე სექცია – 100 ლარი, ხოლო პირველი სექცია – 200 ლარი.

სცენის მიმდებარედ დასადგომი ბილეთის (გოლდენ რინგის) შეძენა შესაძლებელი იქნება 70 ლარად, ხოლო „ვიპ ზონის“ ბილეთის ღირებულება 400 ლარი იქნება.

მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, biletebi.ge-ზე მხოლოდ გოლდენ რინგის (ფეხზე დასადგომი) ბილეთები გაიყიდება, ხოლო tkt.ge მხოლოდ დასაჯდომ ბილეთებს გამოიტანს გასაყიდად.

გასაყიდი და გაყიდული ბილეთების სტატისტიკის ნახვა მსურველს ორივე საიტზე შეეძლება, ასევე ლინკის მეშვეობით მარტივად იქნება შესაძლებელი ერთი საიტიდან მეორეზე გადასვლა შესაბამისი ბილეთის შესაძენად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here