თამუნა მუსერიძემ და მისმა რჩეულმა სანდრო მიკუჩაძემ ორიოდე დღის წინ ფეისბუქზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნეს წარწერით “ჩვენ წავედით, სულ კარგად იყავით” – როგორც ირკვევა წყვილი დასასვენებლად ეგვიპტეში გაემგზავრა და უკვე ორი დღეა ინტერნეტში არდადეგების ამსახველ ფოტოებს აზიარებენ.
რამდენიმე საათის წინ ფიესბუქმა წყვილის ახალი ვიდეო გამოჩნდა, რომელშიც თამუნა ამბობს “კარგი ყოფილა თაფლობის თვე”, თუმცა როგორც ცნობილია ტელე-რადიო წამყვანი და სანდრო მიკუჩაძე დაქორწინებულები არ არიან.
პოსტს თამუნას მეგობარი გამოეხმაურა – “ანუ გათხოვდი? მერე ფატა და გვირგვინი სადაა? მეჯვარეები, სანთლები? პირდაპირ თაფლობა?” – რაზეც მუსერიძემ ასე უპასუხა “პირიქით გავაკეთეთ”…
[fbvideo link=”https://www.facebook.com/tamuna.museridze/videos/10201563566847933/” width=”580″ height=”580″ onlyvideo=”1″]