საბერძნეთში თამთა გოდუაძე სტილის კერპად აღიარეს (ფოტოგალერეა)

0
2881

ახლახან საბერძნეთში გამოვიდა ჟურნალი „Celebrity“, რომლის გარეკანზეც ჟურნალის რედაქციამ ქართველი მომღერლის, თამთა გოდუაძის ფოტო განათავსა და მასალას შემდეგი სახის წარწერა გაუკეთა: „სტილის კერპი“.

თამთა თავისი ჩაცმულობით ბერძნებს მუდმივად აკვირვებს. თავის სტილს დიდ ყურადღებას უთმობს და პროფესიონალებთან ერთად მუშაობს მისი დახვეწისთვის.

თამთა ქართველმა მაყურებელმა უფრო კარგად მას შემდეგ გაიცნო, რაც ის „რუსთავი 2“-ის მეგაშოუ „იქს ფაქტორის“ ჟიურიში იჯდა. ახლა კი საბერძნეთში ამავე შოუს ჟიურის წევრია. „ინსტაგრამზე“ უამრავ ფოტოს ანთავსებს შოუს კულისებიდან, სადაც მისი სხვადასხვა საინტერესო იმიჯში ნახვა შეგიძლიათ.

აშკარაა, რომ საქართველოზე მეტად თამთა საბერძნეთშია პოპულარული. ის განსაკუთრებით უყვარს მედიას და მასზე უარყოფით კონტექსტში დაწერილ სტატიას იშვიათად შეხვდებით. ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here