„საბავშვო ევროვიზიის“ უცხოელი რეჟისორი გორდონ ბონელო სერგი გვარჯალაძესთან ერთად მუსიკალური კონკურსის წამყვანებს არჩევს. კასტინგი უკვე გაიმართა და მასში მონაწილეობა ელენე კალანდაძემ და თორნიკე გოგრიჭიანმა მიიღეს. როგორც სერგი გვარჯალაძემ აღნიშნა, წამყვანს შეარჩევენ შემდეგი კრიტერიუმებით: მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს ინგლისური, იყოს მხიარული და უყვარდეს ბავშვები. შეარჩევენ მთავარი შოუს წამყვანებს, მოდერატორსა და გახსნის ცერემონიის მასპინძელს. დღეს კასტინგი გაიარეს მომღერალმა და ტელეწამყვანმა ელენე კალანდაძემ და მსახიობმა თორნიკე გოგრიჭიანმა.
„საბავშვო ევროვიზია“ საქართველოში პირველად ტარდება. ის 17 ქვეყნის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ღია ეთერში გადაიცემა.