საბავშვო ევროვიზის ქართველ მონაწილეებს და ჩვენ მორაგბეებს ერთი დიდი საერთო თვისება აქვთ, ისინი უმეტეს წილად მოგების გარეშე არ ბრუნდებიან. ალბათ მუსიკალურ კოკნკურსზე ჩვენმა წარმატებულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მისმა მესვეურებმა გადაწყვიტეს, რიგით მე-15 კონკურსი საქართველოში ჩატარდეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მონაწილეს საბავშვო ევროფესტივალზე მე-11-ედ წარადგენს.