„თი-ბი-სი“ ბანკის მიერ 15 წლის წინ დაფუძნებული ლიტერატურული პრემია „საბა“ ყოველ წელს უფრო მეტ ძალას იკრებს. ქართული ლიტერატურა თანდათან უფრო მეტად პოპულარული და მოდური ხდება, პირველ რიგში, ქართველ მკითხველს შორის. ქართველი მწერლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ყოველწლიური ლიტერატურული პრემია ქართულ ლიტერატურულ პროცესებს წინ სწევს და ამ დარგის განვითარებას ხელს უწყობს.
წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია ქარვასლაში გაიმართა, სადაც ხალხმრავლობა იყო. ცერემონიის წამყვანმა, რატი ამაღლობელმა ჟიურის წევრები წარადგინა. მათი ვინაობა, „საბას“ ჩატარების დღემდე, საიდუმლოდ რჩება ხოლმე, მაქსიმალური ობიექტურობის შესანარჩუნებლად.
ორსაათიანი ცერემონიის განმავლობაში უამრავი სახე ვიხილეთ, გამარჯვებით აღფრთოვანებულები და დამარცხებით დაღონებულები… განსაკუთრებული იყო საუკეთესო რომანის კატეგორიის გამოცხადება, სადაც ერთმანეთს ორი ფავორიტი შეერკინა, არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილო“ და ალეკო შუღლაძის „გადამალვა“. ამ უკანასკნელის გამარჯვებამ დარბაზში უდიდესი ოვაციები გამოიწვია. ხანგრძლივი ტაშით დააჯილდოვეს შესანიშნავი პოეტი, ვახტანგ ჯავახაძე, რომელმაც „საუკეთესო პოეტური კრებულისთვის“ დაწესებული ჯილდო მიიღო, ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლია სტურუას „საბა“ პრემიის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გადასცა…ვრცლად