ახალი წლის განწყობას და იმის შეგრძნებას, რომ მალე 2018 წელი შემოაბიჯებს, ვერიკო ტურაშვილისა და თემო საჯაიას ახალი სიმღერა, სახელწოდებით, “თოვს”, მეტად აგიმაღლებთ. მუსიკის და ტექსტის ავტორი კი თავად თემო საჯაია გახლავთ. სიმღერა “სანოს” სტუდიაში ჩაიწერა, არანჟირების ავტორები კი მუსიკოსები ლევან დეისაძე, უჩა მეტრეველი, ზაზა ცერცვაძე და პაატა ანდრიაძე გახლავთ. კლიპის რეჟისორი ანრი ჯოხაძეა. ახალი შემოქმედების ხილვა მსმენელს, სულ მალე, ინტერნეტის საშუალებით შეეძლება.
Home Uncategorized საახალწლო განწყობას ვერიკო ტურაშვილისა და თემო საჯაიას სიმღერა, “თოვს”, აგიმაღლებთ