„მხოლოდ ქართული“-ს მეორე სეზონი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში 5 ნოემბრიდან გამოჩნდება. ვიდეოანონსი, სადაც უკვე ჩანს კონკრეტული მონაწილეები, არხის ეთერში და სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა.
როგორც სოფო ნიჟარაძე წერს:
„რუსთავი 2-ზე მხოლოდ პოლიტიკა არაა
რუსთავი 2-ზე მხოლოდ ქართულია
5 ნოემბრიდან ❤️ უყურეთ და ისიამოვნეთ“.
შეგახსენებთ, რომ მუსიკალური ტელეპროექტის პირველმა სეზონმა დიდი წარმატებით ჩაიარა და მისი გამარჯვებული უნიჭიერესი გოგონა, სოფო ბათილაშვილი გახდა.