„რუსთავი 2“ ახალ კულინარიულ შეჯიბრს იწყებს

0
4500

MKR Georgia – ასე ჰქვია ახალ კულინარიულ შოუს, რომელსაც „რუსთავი 2“ მალე დაიწყებს. ამის შესახებ პროდიუსერ დათო იმედაშვილის პირადი „ფეისბუქ“-გვერდიდან გახდა ცნობილი. დათო წერს, რომ ცნობილი კულინარიული შეჯიბრების, My Kitchen Rules ქართულ ვერსიას „რუსთავი 2“-ისთვის ამზადებენ. მისი წამყვანი ცნობილი ქართველი შეფმზარეული, გურამ ბაღდოშვილი იქნება.
My Kitchen Rules ავსტრალიური ტელეგადაცემაა, რომელიც შეჯიბრის ხასიათს ატარებს. სხვათა შორის, დაწყების დღიდან ის ავსტრალიაში ძალიან მაღალი რეიტინგით სარგებლობს და წლის 10 საუკეთესო ტელეპროგრამას შორის ხვდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here