რუსკა მაყაშვილს გოგონა შეეძინა

0
451

რუსკა მაყაშვილი მეორედ გახდა დედა. მას დღეს გოგონა შეეძინა, რომელსაც კატო დაარქვეს. სოციალურ ქსელში რუსკა მეგობრებისგან მილოცვებს იღებს.

შეგახსენებთ, რომ რუსკა სანდრო ნიჟარაძის მეუღლეა. წყვილს ვაჟიც ჰყავს, რომელსაც ილია ჰქვია.

ტელესახე და მსახიობი მთელი ორსულობის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო. ის ორსულობის ბოლო კვირებში მეგაშოუ „ვოისის“ წამყვანი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ 40 კვირის ორსულმა რუსკამ „ტიკ-ტოკზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აქტიურად ცეკვავდა. როგორც ჩანს, მსახიობს უკვე უნდოდა, ემშობიარა, რადგან ვიდეოს ასე დააწერა: „ილიაზე გაჭრა, ახლა ამაზე ვნახოთ“. როგორც ჩანს, აქტიური მოძრაობის შედეგად, რუსკამ დღეს იმშობიარა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here