ცნობილი მსახიობი, რუსკა მაყაშვილი ეხმაურება დის, ნინუცას სკანდალურ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას მისი მეუღლე, ბესო ზანგური სცემდა, მათ შორის, ორსულობისასაც.
რუსკა აღნიშნავს, რომ დის გვერდითაა:
„ძალიან, ძალიან, დიდი დრო დასჭირდა, თუმცა მთავარია, რომ შეძლო ამაზე საუბარი, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი დროა გასული, ოდესმე როცა მზად იქნებით, უნდა თქვათ, უნდა ამოიღოთ ხმა !
ნინუცა, ყველა შენთან ერთად ვართ, შენ გვერდით, ყოჩაღ!
P.S ნუ გიკვირთ, რომ მოძალადეებსაც ჰყავთ მხარდამჭერები! ისინიც მოძალადეები არიან!“