რუსი ტურისტისთვის საქართველო „Груссиа“-ა – „ვისაც გვაქვს „ინსტაგრამი“, დავარეპორტოთ…“

0
2902

რუსი ტურისტი, რომელიც სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ დარეგისტრირებულია, როგორც ekurakov, საქართველოში მოგზაურობის ფოტოებს აქვეყნებს. ერთ-ერთ ფოტოზე მას წარწერა აქვს გაკეთებული „Груссиа“, რომელმაც ქართულ სოცქსელებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ეკურაკოვი წერს, „საქართველოში გატარებული პირველი დღის დასკვნა: თითქოსდა დაგესიზმრა რუსეთი, 100 წლის შემდეგ და გესაუბრებიან რუსულად, თუმცა ძალიან ლამაზი აქცენტით“. რუსი ტურისტი ასევე წერს: „აქ არ არის ისე, როგროც სახლში, აქ ისეა, თითქოს ახლო ნათესავებთან ხარ. იქ, სადაც არდადეგებს ატარებდი, იქ, სადაც დაბრუნება კვლავ გინდა, როცა ძველ ფოტოებს ათვალიერებ. აქ ყოველთვის კარგად დაგაპურებენ, ჰაერიც ძალიან სუფთაა, ხოლო ადამიანები გარშემო ასე შეგხვდებიან: „კეთილი იყოს შენი მობრძანება. დიდი ხანია, გელოდებით“.

ამონარიდს მისი „ინსტაგრამიდან“ აზიარებს გირშელ ბართაია და მოუწოდებს ყველას, რომ დაარეპორტონ მისი გვერდი:

„ამ რუს ტურისტს „ინსტაგრამზე“ დაუწერია «Груссиа».

ვისაც გვაქვს ინსტაგრამი დავარეპორტოთ, კომენტარებში გავცეთ საკადრისი პასუხი!

ნორმალური ხელისუფლება მოძებნიდა და უკანმოუხედავად დაადეპორტებდა თავის „ღრუსიაში“!

რუსი გოგონები, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, თბილისს აკრიტიკებენ: „თბილისი, შენ მაინც სოფელი ხარ!..“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here