რუსა მორჩილაძე ის კომპოზიტორია, რომლის შექმნილ სიმღერებზეც თაობები გაზრდილან და დღეს უკვე ყველასათვის საყვარელ შემსრულებლებს წარმატებისკენ მიმავალი გზა სწორედ მისი სიმღერებით გაუკვალავთ. 25 მარტს კი კომპოზიტორი საკუთარ საღამოს „ოტიუმში“ გამართავს, სადაც ლელა წურწუმია, აჩიკო მეფარიძე, ქუჩის ბიჭები, მაკა ზამბახიძე და კიდევ სხვა შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.