რომელმა მსახიობებმა დატოვეს “ჩემი ცოლის დაქალები“?

0
3686

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებს“ ეგრეთწოდებულმა “ბაბულიკებმა“ გიორგი ყიფშიძემ, ლაშა კურტანიძემ და კაბუმ, კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანეს. მიუხედავად ამისა, ისინი სერიალიდან გაუშვეს. საზოგადოებისთვის ეს ფაქტი ჯერ არ გამხდარა ცნობილი, თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მაყურებლის მხრიდან უარყოფითი შეფასება მოყვება პროდუსერების გადაწყვეტილებას „ბაბულიკების“ გამოშვების გამო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი გათავისუფლებული მსახიობი ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ლაშა კურტანიძე, მსახიობ ლევან როსტოშვილთან ერთად ნარკოტიკების მოხმარებისთვის იყვნენ დაკავებულნი. კაბუ კი საფრანგეთში წავიდა სამუშაოდ. გავრცელებული ინფორმაციით, სერიალში აღარც მონტანელები გამოჩნდებიან. გადაღებებზე „მონტანელების“ როლის შემსრულებლები რამდენიმე თვეა აღარ ყოფილან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here